ნინო მანის სადებიუტო რომანის წარდგენა გაიმართა

„მზიურის“ ამფითეატრში ნინო მანის სადებიუტო რომანის – „ლ“-ს წარდგენა გაიმართა.
ნინო მანი წარსული გამოცდილებით არის ჟურნალისტი, ამჟამად საჯარო მოხელე, კონფლიქტების ანალიზის მაგისტრი და ამავე პროგრამის დოქტორანტია. მისი სადებიუტო წიგნი „ლ“ დაიბადა აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების შედეგად. ავტორი მკითხველს საოცარი ოსტატობით უზიარებს ბრძოლისა და გამარჯვების ისტორიას.
შეხვედრას დაესწრნენ მწერლები და ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები