თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა.

როგორც “კვირას”  სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელი ტექნიკური ხარვეზების გამოა გაჩერებული.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და ხარვეზის გამოსწორებას ცდილობს.

„ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტის ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო მოძრაობა გაჩერებულია. საჭირო გახდა მატარებლის გაჩერება, ადგილზე მობილიზებულია ჯგუფი და მიმდინარეობს ხარვეზის გამოსწორება. საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. სავარაუდოდ, მალე აღდგება მოძრაობა“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები