სერგო ჩიხლაძე: დროებით საგამოძიებო კომისიას ოპოზიციამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა და ბოლო სხდომა იქნება თუ ბოლოს წინა, ვერ ვხედავთ აზრს დასწრების

“დროებით საგამოძიებო კომისიას ოპოზიციამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა და რა თქმა უნდა, არ დავესწრებით, რადგან არანაირი ნდობა არ იყო ამ კომისიისადმი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი ნდობა დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართ მათ არ აქვთ.

„ახლა ბოლო სხდომა იქნება თუ ბოლოს წინა სხდომა, ვერ ვხედავთ აზრს მასზე დასწრების. ჯერ კიდევ ნოემბრიდან მოყოლებული, არც ერთ ჩვენ საჩივარზე, არაფერზე რეაგირება არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველასთვის ნაცნობი კადრები, როდესაც „ოცნების“ კომისიის წევრები ბიულეტენებს ყრიდნენ, გამოძიებული ან ვინმე დაკითხულია? რა თქმა უნდა, არა, შესაბამისად, რა ნდობა ან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი კომისიისგან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები