ლიზა ბათიაშვილის საქველმოქმედო ფონდის საღამო გაიმართება
23 ივლისს, 19:00 საათზე, „რესპუბლიკაში” ქართველი მევიოლინის, ლიზა ბათიაშვილის საქველმოქმედო ფონდის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: ცოტნე ზედგინიძე, სანდრო ნებიერიძე, გიორგი გიგაშვილი და ანასტასია აღლაძე.
ლიზა ბათიაშვილმა ქართველი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების დასახმარებლად კარიერის შემდგომ ეტაპებზე, 2021 წელს, მიუნხენში სპეციალური ფონდი დააარსა.
საღამოზე ლიზა ბათიაშვილი ფონდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.