ეკატერინე ტიკარაძე: თუ დავინახავთ, რომ აუცილებელია გარკვეული სანქციების დაწესება, რათა გავზარდოთ პირბადის ტარება, ამას გავიტანთ საბჭოზე სამსჯელოდ

“რა თქმა უნდა, შეიძლება, იქნას განხილული ამა თუ იმ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა არსებობს რეკომენდაცია, ისიც გახლავთ საკმარისი, რათა ვმართოთ ჩვენი ქცევა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას აქვს საკმარისი გამოცდილება, თუ რა არის ყველაზე ეფექტური გზა, რათა ადამიანები დაცული იყვნენ.

„კარგად მახსენდება პანდემიის პირველი ტალღა, როდესაც მარტივი რეკომენდაციები გაიცა. მაშინ არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ იყო საოცარი ერთსულოვნება და ერთად ვახორციელებდით იმ ღონისძიებებს, რომლებიც პანდემიის დასაძლევად იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დღესდღეობით სამედიცინო სექტორს, სამინისტროს, სამთავრობო გუნდს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ყველაზე ეფექტური გზა, ვიყოთ დაცულები, ასევე, დავიცვათ სხვა.

რა თქმა უნდა, შეიძლება, იქნას განხილული ამა თუ იმ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა არსებობს რეკომენდაცია, ისიც გახლავთ საკმარისი, რათა ვმართოთ ჩვენი ქცევა. ამ ეტაპისთვის რეკომენდაციაც არის მნიშვნელოვანი. თუმცა, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ აუცილებელია გარკვეული სანქციების დაწესება, რათა გავზარდოთ პირბადის ტარება, ამას გავიტანთ საბჭოზე სამსჯელოდ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები