გურამ მაჭარაშვილი: კალაძე არის წარმატებული მეურვე მერი, მელია არის წარუმატებელი პოლიტიკოსი და ეს არაერთხელ დაადასტურა

“არ მგონია, კალაძე და მელია ერთმანეთს უნდა შევადაროთ, კალაძე არის წარმატებული მეურვე მერი, მელია არის წარუმატებელი პოლიტიკოსი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის უმრავლესობა ამბობს, რომ კახი კალაძეს კონკურენციას ვერცერთი კანდიდატი ვერ გაუწევს.

„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთო კანდიდატი ვერ ეყოლება. შეიძლება, რამდენიმე პარტიას ჰყავდეს ერთი კანდიდატი, რამდენიმე კანდიდატი იქნება ოპოზიციიდან. ჩვენ გარდა, ოპოზიციის უმრავლესობა ამბობს, რომ კახი კალაძეს კონკურენციას ვერცერთი კანდიდატი ვერ გაუწევს, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი აპირებენ, კანდიდატები დააყენონ, რაც დემოკრატიის ნაწილია. თავად აანონსებენ, რომ მათი კანდიდატები მარცხისთვის არიან განწირული, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. ოპოზიციის ნაწილი აქედანვე იწყებს მზადებას, რათა არჩევნების არალეგიტიმურობაზე ისაუბრონ, რაც არ გამოუვათ, რადგან მათი ყველა  ნაბიჯი გაშიფრულია. არ მგონია, კალაძე და მელია ერთმანეთს უნდა შევადაროთ. კალაძე არის წარმატებული მეურვე მერი, მელია არის წარუმატებელი პოლიტიკოსი და ეს არაერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები