„ხალხური საღამოები“ – ანსამბლი „სახიობა“ წალკაში კონცერტს გამართავს
25 ივლისს, 18:00 საათზე, ანსამბლი „სახიობა“ ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში კონცერტს გამართავს.
ფოლკლორის ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საზაფხულო კონცერტები – „ხალხური საღამოები“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება.
ფესტივალში 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს.