“რუსთავი 2”-ისა და “ტვ პირველის” ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ – “ძალადობა მიუღებელია, “მაგრამ” აღარ უნდა ამას”

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 ივლისს “რუსთავი 2-ის” და “ტვ პირველის” ოპერატორებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი წიგნაძეს და უშანგი დათუნაშვილს პატიმრობა შეეფარდათ.

“ძალადობა მიუღებელია, ხომ ყველა ვთანხმდებით, “მაგრამ” აღარ უნდა ამას”, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებში, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები