მამუკა მდინარაძე: სხდომათა დარბაზში მაგიდაზე შეხტომა თურმე მორალური ყოფილა, მისი აღკვეთა კი – ამორალური

სხდომათა დარბაზში მაგიდაზე შეხტომა თურმე ყოფილა მორალური, მისი აღკვეთა კი ამორალური საქციელი ყოფილა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამგვარი ინტერპრეტაციები დამაზიანებელია და ცალსახა ნიშანია იმის, რამდენად ცუდად შეუძლიათ, შემოატრიალონ თავიანთი „მესიჯბოქსი“.

„ძალიან სასაცილო მდგომარეობა არის ხოლმე, როცა სხდომათა დარბაზში დეპუტატის მაგიდაზე შეხტომა და ისეთი სიტყვების ძახება, რასაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, თურმე ყოფილა მორალური და თუ ვინმემ ეს აღკვეთა, ეს არის ამორალური საქციელი. ამგვარი ინტერპრეტაციები დამაზიანებელია და ცალსახა ნიშანია იმის, რამდენად ცუდად შეუძლიათ შემოატრიალონ თავიანთი „მესიჯბოქსი“, რომელსაც საზოგადოებაში გავლენა არ აქვს, რადგან საუბარია ტყუილსა და მართალს შორის დაპირისპირებაზე. საკუთარ თვალში რაღაცის ვერდანახვასა და სხვის თვალში დანახვაზეა საუბარი, მარტივად რომ ვთქვათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ის, ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები