ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ წარდგენა ფოლკლორის ცენტრში

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ღია სივრცეში ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ ახალი ნომრის №2 (2021) წარდგენა გაიმართა.
პრეზენტაცია „საქართველოს ქალთა საბჭოს“ თანადგომით ჩატარდა.
ლიტერატურული ჟურნალი „ანეული“ 2013 წლის მარტში დაარსდა კულტურულ საგანმანათლებლო საზოგადოება „ანეულთან“.
ჟურნალის რედაქტორია პოეტი, ჟურნალისტი თამარ შაიშმელაშვილი.
სიტყვით გამოვიდნენ ჟურნალ „ანეულთან“ არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრები, ავტორები და მოწვეული სტუმრები: თემურ ჩალაბაშვილი, ჯუბა ღებელი, ნინო არსენაშვილი, თემო ვაშაყმაძე, მაია დიაკონიძე, ნანა კვაშილავა, ია მაისაია, კობა ცხაკაია, გოგი ბითაძე, მზია ლეჟავა, ზურაბ გუგუშვილი და სხვები.
დაარსებიდან დღემდე გამოიცა ჟურნალ „ანეულის“ 31 ნომერი. ჟურნალთან არსებობს რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი, რომელიც წლეულს მეთორმეტედ უნდა გაიმართოს.
„ანეულის“ ახალ ნომერში წარმოდგენილია პოეზია და პროზა, ახალი სახელებით, მხატვრობა, თარგმანი, ინტერვიუები, ახალი წიგნები, ლიტერატურული წერილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები