ნინო მანის სადებიუტო რომანის წარდგენა გაიმართება
23 ივლისს, პარასკევს, 19:00 საათზე, „მზიურის” პარკის ამფითეატრში, ნინო მანის სადებიუტო რომანის ”ლ”-ს საჯარო წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან მწერლები და მხატვრული ლიტერატურის მოყვარულები.
შეხვედრის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას სიურპრიზი ელის.