ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილე ოპერის თეატრში
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ზაქარია ფალიაშვილის 150 წლის იუბილეს უმასპინძლებს.
ოპერის თეატრის ინფორმაციით, შესრულდება ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან – „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“.
მონაწილეობენ: ე. გეწაძე, თ. გუგუშვილი, ლ. კალმახელიძე, კ. თეთვაძე, გ. ლომისელი, ვ. ჯაშიაშვილი, გ. მახარაძე, ს. გველესიანი, გ. დათუსანი, ხ.ჭოხონელიძე, ი. ალექსიძე, მ. ბერიძე, თ. საგინაძე, გ.ჭელიძე, მ. ასპანიძე, მ. მაჩიტიძე, ე. ჯანჯალია
საიუბილეო საღამოში მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი (მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი); ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილი”.
დირიჟორები: ზ. აზმაიფარაშვილი, რ. ტაკიძე, დ. მუქერია, მ.კობახიძე.