ივანე ჩხაიძე: წლამდე ასაკის ბავშვებში თუ კორონავირუსი დადასტურდა, მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელია

“წლამდე ასაკის ბავშვებში თუ კორონავირუსი დადასტურდა, მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელია”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ასაკში გართულების რისკი მაღალია.

“წლამდე ასაკის ბავშვი, რომელსაც ოჯახში საეჭვო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აქვს, ხველა, სიცხე ან რაიმე მსგავსი, ეს ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს არა მხოლოდ ექიმთან, არამედ სტაციონარში მიმართული.

წლამდე ასაკის ბავშვებში თუ კორონავირუსი დადასტურდა, მათი ჰოსპიტალიზება აუცილებელია, რადგან ამ ასაკში გართულების რისკი არის მაღალი,” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები