„საბჭოთა კავშირში რეპრესირებული ქალები“ – გამოფენა გაიმართება
22 ივლისს, 17:00 საათზე, დედა ენის ბაღში, გამოფენა – „საბჭოთა კავშირში რეპრესირებული ქალები“ – გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან, 22 ივლისი საქართველოში რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. თარიღის ისტორია მომდინარეობს 1937 წლიდან: სწორედ ამ დღეს, დიდი ქართველი პოეტის, პაოლო იაშვილის დემონსტრაციული თვითმკვლელობიდან მწერალთა კავშირის შენობაში.
.ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, გამოფენას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება – „მემორიალთან“ ერთად, გამართავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საბჭოთა რეჟიმის პირობებში რეპრესირებული ქალების 100-მდე ფოტო, მათი მოკლე ბიოგრაფიები, შესაბამისი სიები და სტენდები მათი წერილებით, ორიგინალი ფოტოებითა და პერსონალური ნივთებით.