გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის საჩუქარი – საქართველოს ეროვნულ მუზეუმს
20 ივლისს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა პროფესორმა სვენდ ჰანსენმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მიერ, ერთობლივად ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დამზადებული ქსოვილის ფრაგმენტი.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, აღნიშნული ქსოვილი ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შეიქმნა იმ ქსოვილის ფრაგმენტის მიხედვით, რომელიც ლაგოდეხში, ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებულ ყორღანულ სამარხში აღმოჩნდა 2012 წელს, ზურაბ მახარაძის ხელმძღვანელობით.
ვრცლად: https://bit.ly/3y7sSeo