გია ვოლსკი ჟურნალისტებს – ეს ბიჭი არის ჩემი, თქვენი არ არის
უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიების დაწყებამდე. ჟურნალისტები ვოლსკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვდნენ.
გია ვოლსკიმ მედიის ერთ-ერთ წარმომადგენელს გარდაცვლილი ოპერატორის ფოტო გამოართვა და განაცხადა, – „უზნეო ცეკვა გაქვთ ცხედართან, თქვენი კოლეგის. ეს ბიჭი არის ჩემი, თქვენი არ არის“, – მიმართა გია ვოლსკიმ „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს.