ზაზა წერეთელი: როცა ქელეხი ტარდება, მიდით და დააჯარიმეთ, როცა ქორწილებია, ნუ გადაახდევინებთ, იხდიან, დააჯარიმეთ – სახელმწიფო ხარ, გააკონტროლე, დასაჯე
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება.
“როცა ეს ქელეხი ტარდება, მიდით და დააჯარიმეთ. ფაქტის კონსტატირება კი არ არის საჭირო, საჭიროა რეაგირება. როცა ვიცით, რომ არის ქორწილები – ნუ გადაახდევინებთ. იხდიან? მიდით და დააჯარიმეთ. ერთხელ დააჯარიმებთ, ორჯერ დააჯარიმებთ, ისინი აღარ გააკეთებენ ამას.
მე ვიცი, რომ იქ წესი ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ მე და თქვენ ცოტა ზერელედ შევხედავთ მერე იმიტომ, რომ იციან, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. შენ სახელმწიფო ხარ, გააკონტროლე, დასაჯე. უნდა დასაჯო იმიტომ, რომ ახლა ჩვენ გვაქვს ომი ვირუსთან”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას.