მსოფლიოში კორონავირუსის ახალი – ,,ლამბდა” შტამი ვრცელდება – რით განსხვავდება ის აქამდე არსებული სხვა ვარიანტებისგან

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი – ,,ლამბდა” შტამი ვრცელდება და უკვე ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა.

,,ლამბდას” ვარიანტი პირველად პერუში 2020 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს და ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ 2021 წლის 15 ივნისს გლობალურ დონეზე დაინტერესების ვარიანტად იქნა კლასიფიცირებული. ახალ ვარიანტზე, რომელსაც ასევე უწოდებენ , C.37, 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე პერუში COVID-19-ის შემთხვევების 71 პროცენტი მოდის.

პერუს ჯანდაცვის მინისტრმა, Óscar Ragartl Ugarte Ubilluz-მა განაცხადა, რომ ლამბდას შტამი უკვე მთელს მსოფლიოში ვრცელდება.

ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავს, რომ “ლამბდას შტამი” შეიძლება, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე – “დელტა” ვარიანტი, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში დომინანტური შტამია.

“ლამბდა” ვარიანტის წინასწარ გამოკვლეულმა ანალიზმა, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, აჩვენა ინფექციურობის ორჯერ ზრდა, რაც, მეცნიერთა აზრით, გამოწვეულია ვირუსის განსაკუთრებული მუტაციით – L452Q მუტაცია.

NYU გროსმანის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა ლამბდა ვარიანტის წინააღმდეგ ,,ფაიზერის” და ,,მოდერნას” ვაქცინების ეფექტურობა შეამოწმეს. მათი შედეგების თანახმად, ადგილი ჰქონდა “ნაწილობრივ წინააღმდეგობას ნეიტრალიზაციისადმი”, თუმცა, ამან ვაქცინირებულ პირებში ვირუსთან ბრძოლის უნარის შემცირება, სავარაუდოდ, არ უნდა გამოიწვიოს.

ჯანმო-ს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსის, მარია ვან კერკხოვეს განცხადებით, ისინი თვალყურს ადევნებენ ამ შტამს იმის დასადგენად, უნდა შეფასდეს თუ არა იგი შეშფოთების საფუძვლად.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები