იაგო ხვიჩია: ოპოზიციამ რამე უნდა მოიფიქროს, მარტივი არ არის, გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო
“მე არ ვუყურებ კახა კალაძეს, როგორც კორუფციონერსა და დამნაშავეს”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, საარჩევნოდ კანდიდატად ვინც უნდა დაასახელოს ოპოზიციამ, კახა კალაძე ძალიან სერიოზული კონკურენტი იქნება.
“მე არ ვუყურებ კახა კალაძეს, როგორც კორუფციონერსა და დამნაშავეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც უნდა დაასახელოს ოპოზიციამ, კახა კალაძე იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ნებისმიერი ჩვენგანის, ოპოზიციიდან. რამე უნდა მოიფიქროს ყოველ შემთხვევაში, მარტივი არ არის, გასცდე კახა კალაძეს და გოლი გაიტანო”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს ოფიციალურად წარადგენს.