„სვანეთი და გარე სამყარო რომაულ პერიოდში, ახალი ნუმიზმატიკური აღმოჩენის საფუძველზე“ – ლექცია გაიმართება
20 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერი, ნუმიზმატი მაია პატარიძე მესტიის მუზეუმში, გამართავს საჯარო ლექციას – „სვანეთი და გარე სამყარო რომაულ პერიოდში, ახალი ნუმიზმატიკური აღმოჩენის საფუძველზე“.
ახლადაღმოჩენილი ოქტავიანე ავგუსტუსის მონეტის ნახვა და ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
მის: მესტია, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.