20 ივლისი ესმა ონიანის დაბადების დღეა
დღეს ცნობილი ქართველი მხატვრის, პოეტისა და ესეისტის – ესმა ონიანის დაბადების დღეა, მას 83 წელი შეუსრულდებოდა.
„ესმა ონიანის ფერწერა უაღრესი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მხატვრის ხელწერისთვის დამახასიათებელია ნამუშევრების შინაარსობრივი მხარე და მეწამულისფერი ფერადოვნება. 1960-იანი წლებიდან 1999 წლამდე შექმნილი ნამუშევრები სქელტანიან რომანს ჰგავს, რომელიც იზოლირებულია საბჭოთა რეალობისგან და, ამავე დროს, იმ პერიოდის რეპრეზენტირებას ყველაზე მგრძნობიარე, სუბიექტურ-ობიექტური სახვითი ენით თუ გამოგონილი სამყაროთი ახდენს. ესმას მხატვრობაში ყველაზე დიდი იარაღი მეწამულისფერი საღებავია, როგორც სამყაროს აღქმის და მისი მოდელირების მეთოდი. მხატვრის ფერწერა აერთიანებს გრძნობას და გონებას, მეცნიერებას და ინტუიციას, ექსპერიმენტებს და მკაცრ წესებს. თითოეული ფერწერული ნამუშევარი მელანქოლიური დაკვირვებაა ინდივიდსა და გარემოზე; მხატვარს, თითქოს, ყოველდღიური სათქმელი გადააქვს ტილოზე.
ესმასთვის სამყაროს ცენტრი ადამიანია, როგორც საკრალური მოვლენა. გარემო გაჯერებულია მეწმულისფერი-ბუდოვანი განათებით, რომელიც ახდენს წამის ფიქსაციას და ცხოვრების ამაოებაზეც დაგვაფიქრებს. ესმა ონიანის სახვით სამყაროში ადამიანს, როგორც მთავარ ღირებულებას, ტილოებზე წარმოაჩენენ: დედა, მამა, ნათესავები, მეგობრები, საჯარო ფიგურები და წინაპრები“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,