„მიტოვებული სოფელი” ოტავას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია
ქართული ანიმაციის მორიგი წარმატება – „მიტოვებული სოფელი” ოტავას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„მიტოვებული სოფელი“ შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და „ქართული ფილმი-აფხაზეთის“ ბაზაზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი, რეჟისორი მარიამ კაპანაძე, ფილმის მხატვარი – ირაკლი ტოკლიკიშვილი.
მარიამ კაპანაძემ ანიმაციისთვის ჯილდო ჰოკაიდოს ფესტივალზეც მიიღო. მარიამ კაპანაძე პირველი ქართველი ხელოვანია, რომელმაც ამ ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვა.
ანიმაციური ფილმის „მიტოვებული სოფლის“ მსოფლიო პრემიერა ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 2020 წელს გაიმართა.