“უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი” – საპატრიარქოს განმარტება სვეტიცხოველში რუსულ ენაზე შესრულებულ გალობაზე

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული კადრების გამო, სადაც ისმის, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში წირვის დროს შესრულებულია რუსულენოვანი გალობა, საპატრიარქო განმარტებას აკეთებს:

“ინტერნეტსივრცეში ვრცელდება კადრები, რომლებზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები. დაინტერესებული ჟურნალისტები ითხოვენ ახსნას.

განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს,” – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები