ირაკლი კირცხალია ცოტნე კობერიძეს და ნიკა ობოლაძეს: იცით, როდის დაგიჯერებთ რომ გულწრფელები ხართ? როდესაც გამოეხმაურებით იმ დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელებს, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ

“რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა “დებატებში” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ მის ოპონენტებს ცოტნე კობერიძეს და ნიკა ობოლაძეს მიმართა.

კირცხალია ოპონენტების გულწრფელობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ძალადობრივი ქმედებები არ შეიძლება დემოკრატიის გამოხატულებად ჩაითვალოს.

„იცით, როდის დაგიჯერებთ რომ გულწრფელები ხართ? როდესაც იტყვით და გამოეხმაურებით იმ დამწვარ ბიჭებს და დასახიჩრებულ პოლიციელებს, რომლებიც თავის ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ. იცით როდის დავიჯერებთ, რომ ცრუები არ ხართ? როდესაც პარლამენტის შენობის და პოლიციელის დაწვას დემოკრატიას და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას არ უწოდებთ“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები