გიორგი ვოლსკი – ბენცის განცხადებაზე: გამჟღავნდა ის რეალობა, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ დაასახელა თანხები, რაც საქართველოში დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა.

„გამჟღავნდა ის რეალობა, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით. მეტიც, ამ რეალობის შესახებ საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო და დაასახელა კიდევაც ის თანხები, რაც საქართველოში დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სწორედაც „რუსული კანონის“ შესახებ გარკვეული პოლიტიკური, პროპაგანდისტული პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში ამერიკის შეერთებული შტატების იმ პერიოდის მაღალი დონის წარმომადგენლები ედგნენ. არანაკლებ აქტიურები და აგრესიულები იყვნენ ევროპელი წარმომადგენლებიც“, – აღნიშნავს ვოლსკი.

შეგახსენებთ, როგორც ბენცმა აღნიშნა, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები