აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა, რომ აშშ-სა და ჩინეთს ურთიერთობა არ ჰქონდეთ.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია.
„ჩინეთი დიდი ქვეყანაა. იქ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. მათ აქვთ ბირთვული იარაღი.
ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა და ერთმანეთთან კავშირი არ არსებობდეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.