ირაკლი ქადაგიშვილი: დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა ეს ერთგვარი ნარატივი, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლებოდა ისეთი საქმიანობა გეწარმოებინა, რომელიც კონსტიტუციით აკრძალულია
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, “გრანტების შესახებ“ კანონი და ასევე თანმდევი კანონპროექტები შეაფასა.
„საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა ეს ერთგვარი ნარატივი, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლებოდა გეწარმოებინა ისეთი საქმიანობა, რომელიც კანონით, კონსტიტუციით აკრძალულია, მათ შორის ქვეყნის საშინაო საქმეში, არჩევნებში უხეში ჩარევა. სინამდვილეში, ვიხილეთ, რომ ეს ყოფილა ქვეყნის შიგნით უცხო ძალების მიერ ისეთი ტიპის ჩარევა, რომ მათ საზოგადოების მანიპულაცია განახორციელონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას და თანმდევ კანონპროექტებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. კონსტიტუციური წყობილებისა და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არაღიარება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.