ზაზა გახელაძე: როცა გავიგე, რომ პატრიარქი იყო ჩართული, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ძალიან მალე მოხდებოდა

“როცა გავიგე, რომ პატრიარქი იყო ჩართული, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ძალიან მალე მოხდებოდა. პატრიარქმა, მისმა სიტყვამ და წერილმა უფრო დააჩქარა ეს ყველაფერი”, – ამის შესახებ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე ამბობს.

გახელაძე ყველას მადლობას უხდის ჩართულობისთვის.

„მე და ჩემი ოჯახის სოკოს საკრეფად ვიყავით წასულები, თოფი მქონდა ახალი ნაყიდი. ტყეში მივდიოდით და ჩემი ძაღლიც გავიყოლე. კრეფის პროცესში ვიყავი, უკნიდან რომ დამიძახეს რუსებმა. მივტრიალდი, რომ დავინახე, რომ იარაღს მიმიზნებდნენ, გავიქეცი ტყეში. ამის შემდეგ პირდაპირ სროლა დამიწყეს. დავიჭერი. ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსულები, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. დაარღვიეს ყველაფერი, რაც შეიძლება, დაარღვიო. სინამდვილეში, პირდაპირ სროლა დამიწყეს. როცა უკვე მივხვდი, რომ განწირული ვიყავი, მართალია, მოშორებით იყო ჩემი მეგობარი, ერთი ჰაერში გავისროლე, რომ ის მაინც გამეფრთხილებინა და გადამერჩინა. ბოლოს, როცა გავიგე, რომ პატრიარქი იყო ჩართული, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ძალიან მალე მოხდებოდა. პატრიარქმა, მისმა სიტყვამ და წერილმა უფრო დააჩქარა ეს ყველაფერი. ყველას მადლობა, ვინც საქმე გააკეთა, თუნდაც სიტყვით, საქმითა და ჩემი ოჯახის გვერდით დგომით. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ირაკლი ღარიბაშვილს, მადლობა ყველას“, – ამბობს ზაზა გახელაძე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 14 ივლისს გაათავისუფლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები