გიორგი ხელაშვილი: ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში ყველა საშუალება იყო ჩართული

“ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში ყველანაირი საშუალება იყო ჩართული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველას მადლობა ეკუთვნის ქართული საზოგადოებისგან.

„ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში ყველანაირი საშუალება იყო ჩართული, სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციით დაწყებული, საერთაშორისო პარტნიორების არაფორმალური არხებით, საუბარია საპატრიარქოს საკმაოდ დიდ მონაწილეობაზეც. მათ, ყველას მადლობა ეკუთვნის ქართული საზოგადოებისგან“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გუშინ გაათავისუფლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები