გლდანში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საცოლის ძმამ დაჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, ასევე 108-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და განზრახ მკვლელობას.