საქართველოში უახლოეს დღეებში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც მან ,,კვირასთან” საუბრისას განაცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა, ხანოკლე წვიმა და ელჭექიც იყოს.

,,უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 34-39 გრადუსი, მთიან რაიონებში 33-38 გრადუსი, სანაპირო რაიონებში 29-32 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში 27-31 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ცალკეულ რაიონებში შესაძლოა ხანოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 33-38 გრადუსი, მთიან რაიონებში – 30-35 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში 23-28 გრადუსი იქნება. 33-38 გრადუსამდე აიწევს ჰაერის ტემოპერატურა დედაქალაქშიც,”- განაცხადა დოდო გვაზავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები