თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტმა სანდრო გეგეჭკორმა ბარსელონაში მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს ინფორმაციას.
„ვულოცავთ სანდრო გეგეჭკორს ბარსელონაში გამართულ მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში ტრიუმფალურ გამარჯვებას.
მან საფინალო ტურში პ. ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.
სანდროს პირველ პრემიასთან ერთად გადაეცა ფულადი ჯილდო (25000 €) და ასევე აუდიტორიის სიმპათიის პრიზი, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.