დავით ზალკალიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე -აღნიშნული ადასტურებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სამშვიდობო პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება იყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ანალოგიურად, ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყდეს საქართველოს სხვა დაკავებული მოქალაქეების საკითხი.
“საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე გათავისუფლდა! ვულოცავ მის ოჯახსა და ახლობლებს, ისევე როგორც მთელს საქართველოს ამ უაღრესად სასიხარულო ფაქტს! აღნიშნული ადასტურებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სამშვიდობო პროცესსა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას.
საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს”, – აცხადებს დავით ზალკალიანი.