მიხეილ სარჯველაძე სალომე სამადაშვილზე: ტრაგედიის გამოყენება ამორალური იქნება და ეს უნდა გაათვითცნობიეროს იმ ხალხმა, ვინც ამას რეალურად ცდილობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ფრაქცია „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და ამორალურს უწოდებს ტრაგედიის მერკანტილური მიზნებისთვის გამოყენებას.

,,ალბათ, წამოსცდა თუ რა იყო მიზეზი, ქალბატონი სამადაშვილს გუშინდელ ინტერვიუში ამ ტრაგედიის გამოყენებაზე იყო საუბარი. ეს მართლაც ძალიან ამორალური იქნება და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაათვითცნობიეროს იმ ხალხმა, ვინც ამას რეალურად ცდილობს. ნამდვილად არ შეიძლება ეს და არაფერი აქვს საერთო ეთიკასთან და ზნეობასთან. ტრაგედიას სწორად დაფასება სჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ ყველას გვესმოდეს ამ ტრაგედიის მასშტაბი და თავი შევიკავოთ ამის საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის გამოყენებისგან,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,ვფიქრობ, რომ ჩვენ ალბათ რაღაც ვალდებულებაც გვაქვს თქვენი დაღუპული კოლეგის წინაშე, რომ მისი დაღუპვა რომ არ იყოს ფუჭი, რაღაცას ჩავეჭიდოთ, რაც შეიძლება რომ იყოს კარგი, ჩვენ რაც შეიძლება გამოვიყვანოთ. ალბათ ეს მთავარია სწორედ, კონსოლიდაცია იმის გარშემო, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები