ამირან გამყრელიძე: აცრის გარეშე ვერ შევაჩერებთ იმ გაუარესებულ ეპიდსიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს

“აცრის გარეშე ჩვენ ვერ შევაჩერებთ იმ თანდათან გაუარესებად ეპიდსიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„აცრის გარეშე ვარ დავამთავრებთ და ვერ დავასრულებთ ქვეყანაში ეპიდემიას. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, მივიდეთ ამცრელ კაბინეტებში და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინები შემოვიდა. რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 15:00 საათიდან შეეძლებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები