იყო 6 განსაკუთრებული, ძალადობის მძიმე შემთხვევა, სადაც პოლიციას მყისიერი რეაგირების საშუალება არ ჰქონდა – ირაკლი კობახიძე
ასეთია სტატისტიკა, იყო 6 განსაკუთრებული, ძალადობის მძიმე შემთხვევა, სადაც პოლიციას მყისიერი რეაგირების საშუალება არ ჰქონდა, ერთი მარტივი მიზეზის გამო: ეს ყველაფერი ხდებოდა შეკრებების შუაგულში, – ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„5 ივლისის 17:00 საათისთვის არსებითად ყველაფერი მობილიზებული იყო. ეს იყო ბუნებრივი დასკვნები, რომელიც წინასწარ გაკეთდა და რომლის მიხედვითაც შს სამინისტრო მოქმედებდა. ამ დროს ჩვენ ვიხილეთ, რომ უკვე დილის საათებში, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, რაც დღემდე არასდროს არ მომხდარა. ამიტომ იყო, რომ ეს ყველაფერი ნაკლებად პროგნოზირებული იყო.
არის ექვსი ჟურნალისტი, რომელსაც მიყენებული აქვს მძიმე დაზიანებები. ძირითადად ეს არის მოტეხილობები და თვალის არეში მძიმე დაზიანებები. 15 ჟურნალისტს ავს ზედაპირული დაზიანებები. დანარჩენ შემთხვევაში იყო ფიზიკური ზემოქმედების სავარაუდო ფაქტები, თუმცა რაიმე ტიპის ხილული დაზიანება არ ფიქსირდება.
ასეთია სტატისტიკა, იყო 6 განსაკუთრებული, ძალადობის მძიმე შემთხვევა, სადაც პოლიციას მყისიერი რეაგირების საშუალება არ ჰქონდა, ერთი მარტივი მიზეზის გამო: ეს ყველაფერი ხდებოდა შეკრებების შუაგულში“, – განაცხადა კობახიძემ.