გია აბაშიძე: გაუგონარი უტიფრობაა, როცა გუშინ მადლობას უხდიდი პოლიციას, დღეს ცდილობ, სისტემას ჩირქი მოსცხო სააკაშვილის მავნებელი პარტიის მესიჯბოქსის ზუსტი გადამღერებით
„გაუგონარი უტიფრობაა, როცა გუშინ მადლობას უხდიდი ჩვენს სახელოვან პოლიციას და დღეს ცდილობ, ამ სისტემას ჩირქი მოსცხო სააკაშვილის მავნებელი პარტიის “მესიჯბოქსის” ზუსტი გადამღერებით”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ექსპრემიერ გიორგი გახარიას, რომლის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სუსტია და იმდენად აღარ აქვს ნდობა და ფასი, იძულებულია, კანონი დაარღვიოს.
მისი თქმით, წარმოუდგენელია ნაცსექტანტივით შეუფერებელი სპეკულაციები, ეს არ არის ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე დაწინაურების საწინდარი, ეს “ნაცების” ჭაობში ნებაყოფლობითი ჩაძირვაა.
„გაუგონარი უტიფრობაა, როცა გუშინ მადლობას უხდიდი ჩვენს სახელოვან პოლიციას და დღეს ცდილობ, ამ სისტემას ჩირქი მოსცხო სააკაშვილის მავნებელი პარტიის ‘მესიჯბოქსის’ ზუსტი გადამღერებით!
რა, გახარიას შს მინისტრობისას ანდა პრემიერობისას, რეზონანსულ საქმეებზე, გამოძიების და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ საჯაროვდებოდა ეტაპობრივად ოპერატიული ინფორმაცია?
როდის “დასუსტდა” ეს ინსტიტუტი, როცა კახა საბანაძემ და სხვა რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა დატოვეს ეს უწყება?
წარმოუდგენელია ნაცსექტანტივით შეუფერებელი სპეკულაციები, ეს არაა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე დაწინაურების საწინდარი, ეს “ნაცების” ჭაობში ნებაყოფლობითი ჩაძირვაა.
დღეს, გიორგი გახარიამ განაცხადა შემდეგი: მე შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გამოძიება დასრულდეს. ის, რომ უწყება დოზირებით გვაწვდის ინფორმაციებს, ეს ძალიან სამწუხაროა და ჩემთვის ნიშნავს ერთ რაღაცას – უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვას იმდენად უკვე ნდობა და ფასი აღარ აქვს, იძულებულები არიან დაარღვიონ, მათ შორის, კანონი და ასე ნაწილ-ნაწილ საზოგადოებას შესთავაზონ ეს. ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე. ეს მიუთითებს იმას, რომ ჩვენი ინსტიტუტები ძირითად მათ ფუნქციებს ვერ ასრულებენ,” – წერს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.