შალვა პაპაუაშვილი: ,,ნაცმოძრაობას” არანაირი წარმატების შანსი არ აქვს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში, ეს ყველაფერი მათი აგონიაა
,,ნაცმოძრაობას” არანაირი წარმატების შანსი არ აქვს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მათი აგონიაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობაა, პარლამენტის შიგნით ზემოქმედება განახორციელონ. თავად იციან, რომ არანაირი წარმატების შანსი არ აქვთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში. უბრალოდ, მცდელობა აქვთ, შექმნან მედია დღის წესრიგი. უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ უმრავლესობას. მათ უმრავლესობა არ აქვთ. ეს ყველაფერი არის აბსურდი, რათა მედიაში ნეგატიური ფონი შექმნან და შეთხზული მღელვარება შექმნან. ჩვენი ოპონენტები რომ არათანმიმდევრულნი არიან საკუთარ ქცევებში, ეს ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ ნახა. თქვეს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთო, პარლამენტში არ შემოვალთო, გუშინ – თავმჯდომარეს საკუთარ ადგილზე არ დავსვამთო და დასვეს. ეს ყველაფერი მათი აგონიაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.