ნინო ლომჯარია: პრეზიდენტთან გულწრფელი საუბარი შედგა, ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებსაც სწორად აფასებს

“ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებსაც სწორად აფასებს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ იყო გულწრფელი საუბარი და პრეზიდენტი არის შეწუხებული ყველა იმ საკითხით, რაზეც გვქონდა საუბარი, თუმცა, მის ნაცვლად მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ. როგორც ვიცი, ის აპირებს მედიასთან საუბარს და დამატებითი დეტალების კითხვის საშუალება იქ გექნებათ. ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების საკითხებზეც და, მათ შორის, ჩემი მხრიდან უარყოფითად იყო შეფასებული ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც მიმაჩნია, რომ არის დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო. ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებსაც სწორად აფასებს. ასევე, მასთან საუბარში აღვნიშნე, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, დიდი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტის პოზიციონირებას და ჩემი რჩევა იყო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ასეთ დროს, უფრო ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს, რაც დაეხმარება დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანური უფლებების დაცვას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები