ლადო სადღობელაშვილი: ხომ ხედავდით, რომ ეს საწყალი ბიჭი მომხმარებელი იყო? თქვენ არ აძლევდით ხელფასს? რატომ არ დაეხმარეთ

“ხომ ხედავდით, რომ ეს საწყალი ბიჭი მომხმარებელი იყო? თქვენ არ აძლევდით ხელფასს? რატომ არ დაეხმარეთ”, – ამის შესახებ პოლიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გარდაცვლილ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა საუბრობენ ჰუმანურობაზე.

,,გრიგოლიას და ,,ტვ პირველის” ყველა მეამბოხე, რევოლუციონერ ჟურნალისტს მინდა, მივმართო – ხომ ხედავდით, რომ ეს საწყალი ბიჭი მომხმარებელი იყო? თქვენ არ აძლევდით ხელფასს? რატომ არ დაეხმარეთ?! რატომ არ ურჩიეთ? რატომ არ უმკურნალეთ?!

– ახლა რომ გამოდექით და მაღალფარდოვანებებსა და ჰუმანურობაზე საუბრობთ? თქვენ წილ ბრალს ვერ ხედავთ მომხდარში?!

– მაგრამ თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ახალაგაზრდებს კლავთ! აუბედურებთ! თქვენ არ ითხოვთ ნარკოტიკების ლეგალიზაციას? თქვენი გაკეთებული რევოლიუციის დედაც! ორგროშიანებო!
– მე არ ვამართლებ 5-6 ივნისის მოძალადეებს! მაგრამ თქვენი კივილიც მიუღებელია,”- წერს ლადო სადღობელაშვილი.

პარლამენტში დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ.

5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას დაპირისპირებები მოჰყვა, რა დროსაც მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა. გუშინ დილით ,,ტვ პირველის” დაშავებული ოპერატორი, რომელსაც აქციაზე სცემეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ექპერტიზა სწავლობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები