გია აბაშიძე: მიშას მარიონეტები ცდილობენ პარლამენტში შეჭრას, დაძაბულობის ხელოვნურ გაღვივებას და პოლიციის პროვოცირებას
“მიშას მარიონეტები ცდილობენ პარლამენტში შეჭრას, დაძაბულობის ხელოვნურ გაღვივებას და პოლიციის პროვოცირებას”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დაღუპულის სახელით მოვაჭრეებს, ფსევდოუფლებადამცველებს თუ ფსევდომედიას მხოლოდ ერთი გეგმა-მიზანი აქვთ – შეასრულონ საააკაშვილის მორიგი მავნებლური დაკვეთა.
,,სააკაშვილის დესტრუქციული სექტის მოწინავე რიგებში მყოფ აქტორებში ცვლილებებია – პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების, “სამოქალაქო აქტივისტების” ნაცვლად, ნაცტელევიზიების “ჟურნალისტები”. მიშას მარიონეტები ცდილობენ პარლამენტში შეჭრას, დაძაბულობის ხელოვნურ გაღვივებას და პოლიციის პროვოცირებას.
ხსენებულმა პირებმა უკვე გუშინ განაცხადეს, რომ ლაშქარავას დაღუპვაზე მათ არც აქაური, არც საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა არ აინტერესებთ. მთავარია გამრუდებული აღქმების მასობრივი ტირაჟირება და ფსევდო-რევოლუციური ატმოსფეროს შექმნა, რაც ასევე წარუმატებელი იქნება.
დაღუპულის სახელით მოვაჭრეებს, ფსევდო-უფლებადამცველებს თუ ფსევდო-მედიას მხოლოდ ერთი გეგმა-მიზანი აქვთ – შეასრულონ საააკაშვილის მორიგი მავნებლური დაკვეთა”, – წერს გია აბაშიძე.
პარლამენტში დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ.