“რა ექსპერტიზის დასკვნაღაა საჭირო, რაც ვნახეთ, რაც იცოდა თურმე მთელმა უბანმა, რასაც ხედავდნენ? არა, ნარკოტიკს, არა” – ნინო კვაჭანტირაძე

“რა ექსპერტიზის დასკვნაღაა საჭირო, რაც ვნახეთ, რაც იცოდა თურმე მთელმა უბანმა, რასაც ხედავდნენ? არა, ნარკოტიკს, არა”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ვინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებაზე, მის დედას რა ეშველება – მისი წილი ქვეყანა რომ დაიქცა და დასამარდა? რა ექსპერტიზის დასკვნაღაა საჭირო, რაც ვნახეთ, რაც იცოდა თურმე მთელმა უბანმა, რასაც ხედავდნენ?
ვინც ახლა ამ სიკვდილით “ხორხოცებს” და გამოსარჩენ გეგმებს აწყობს, უტიფრები ხართ!!!
და კარგი იქნება, შვილებიც თუ თავს გაუფრთხილდებიან და ამით – დედების სიცოცხლესაც…
არა, ნარკოტიკს, არაააააა!!!
ნურაფერს ნუ აიოლებთ, გაამკაცრეთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალს წაადგება – კულტივაცია და პლან-ტაციები კი არა,”დელამ ზაიმის…” – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები