ზაალ ანჯაფარიძე: შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც, ძალიან მწვავე ფორმებით, როგორც ვხედავ, სრულად დაცულია
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც, ძალიან მწვავე ფორმებით, სრულად დაცულია.
“შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც, ძალიან მწვავე ფორმებით, როგორც ვხედავ, სრულად დაცულია და ეს არის მნიშვნელოვანი.
შემდეგი აქტია ის პოლიტიკური თუ სამართლებრივი გადაწყვეტილებები რაც მომდევნო დღეებში იქნება მიღებული თუ რეალიზებული.
მთავარია, არ გადაიკვეთოს კანონით დადგენილი წითელი ხაზები და ზოგიერთი მოწოდება “ვიქნებით რადიკალურებიო”, იმედია, მხოლოდ მოწოდებად დარჩება”, – წერს ანჯაფარიძე.