გიორგი კლდიაშვილი: ქრისტეს სახელით ძალადობას რომ მოუწოდებ და ამას ადამიანის სიკვდილი მოყვება, მთელი დარჩენილი ცხოვრება სინანულში უნდა ატარო

“ქრისტეს სახელით ძალადობას რომ მოუწოდებ და ამის შედეგად უდანაშაულო ქალებსა და კაცებს სცემენ და ქოლავენ და ამას ადამიანის სიკვდილი მოყვება, მთელი დარჩენილი ცხოვრება სინანულში უნდა ატარო, თუ მართლა გეშინია ქრისტესი.
ესენი კიდევ იძახიან, ხო მოგხვდათ, ეხლა იმაზე მეტი მოგხვდებათო”, – ამის შესახებ IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“განა რის გამოც გამოვარდა ის ბრბო, თავისი აზრით რა ცოდვის წინააღმდეგ, ადამიანის მოკვდინებაზე დიდია?
ეს იყო ჯვაროსნული ლაშქრობის თანამედროვე გამოხატულება.
ამის ორგანიზატორები და წამხალისებლები არამარტო დამნაშავეები არიან, ისინი ქრისტესთან არანაირდ არ არიან. სირცხვილი თქვენ და თქვენს კისერზეა ეს ცოდვა!
იმ ბრბოზე კიდევ რა უნდა თქვა, გარდა “O sancta simplicitas” (მართალია, ამას ვერ გაიგებენ, რას ნიშნავს)”, – წერს კლდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები