ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილები ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებიან

“ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს. მათი მდგომარეობა არის მძიმე”, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები