თამარ გაბუნია: ევროკავშირმა და ჯანმო-მ დღეს გადმოგვცეს დამატებითი ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ტექნიკურად გამართულ გარემოში მიმდინარეობდეს

“ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გადმოგვცეს დამატებითი ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ტექნიკურად გამართულ გარემოში მიმდინარეობდეს”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნივთები უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა.

„ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს დამატებითი ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობდეს ტექნიკურად გამართულ გარემოში. ეს ნივთები არის ნოუთბუქები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, 70-ზე მეტი ნოუთბუქია, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა.

ასევე, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ავტომობილი. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს, რომლებიც ტექნიკურ დახმარებას გვიწევენ და გვეხმარებიან როგორც ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები