ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება

კომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ის საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე იჩენს.
„მივესალმები ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში. მე მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო მადლიერება ჩემი და ჩემი მთავრობის სახელით, კომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება.
ბატონი ოლივერი არის ჩვენი ქვეყნის გულწრფელი, ძლიერი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ის იჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე.
ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მიმოვიხილეთ ფართო სპექტრი საკითხებსა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებობს. მოგეხსენებათ, რომ მთავარი დოკუმენტი, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის, არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ 7 წლის წინ. ეს არის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რამაც უკვე დაიწყო კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ხალხისთვის. მე აქვე მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო ერთი კონკრეტული ხელშესახები ფაქტი, რომელიც არის უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის
.2017 წლამდე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში გადაადგილდებოდნენ ვიზის მეშვეობით და უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ევროკავშირმა ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, ჩვენს ხალხს. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც იყო და არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან.
გარდა ამისა, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ეს დიდებული შედეგი იქნე მიღწეული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები