ნინო ლომჯარია: მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებამ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა არ არის საზოგადოების დაკვეთა
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტთან დღეს დაგეგმილ მდუმარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მინდა, მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა”, – წერს ლომჯარია.