“ჩემს მეგობარს ახლა შეურაცხყოფა მიაყენა გამვლელმა, წვრილ სიგარეტს ეწევი, შენ პიდა**სტი იქნებიო”
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარი შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უმოქმედობის ყველა წუთი საფრთხეში აგდებს ძალიან ბევრ ადამიანს.
“ჩემს მეგობარს ახლა შეურაცხყოფა მიაყენა გამვლელმა, წვრილ სიგარეტს ეწევი, შენ პიდა**სტი იქნებიო. ხოდა, უმოქმედობის ყველა წუთი საფრთხეში აგდებს ძალიან ბევრ ადამიანს.
დღეს 8-ზე პარლამენტთან,” – წერს საკუთარ “ფეისბუქგვერდზე,, ელენე ხოშტარია.
ოპოზიციონერი ლიდერები გუშინდელი ძალადობრივი ფაქტების გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებას დღეს, 20:00 საათზე აანონსებენ.