კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 922 თბილისში, 125 იმერეთში, 89 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარაში – 54, იმერეთში – 125, ქვემო ქართლში – 89, შიდა ქართლში – 32, გურიაში – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 57, კახეთში – 72, მცხეთა-მთიანეთში – 23, სამცხე-ჯავახეთში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 166 საიდანაც: 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 697, აჭარაში – 153, იმერეთში – 380. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 658 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში – 32, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში – 114, აჭარაში – 6, იმერეთში – 11. 837 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 630 – თბილისში, 195- აჭარაში. 6 368 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები